კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

ნახვები: 420 თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

 

თიბისისთვის ადამიანების ცხოვრების გამარტივება უკვე 33 წელია შეუცვლელ მისიად რჩება. ბრენდმა თავისის უწყვეტი განვითარების გზა სხვებისთვის გამოცდილებად აქცია და თითოეული ინიციატივით, ახალი პროექტის განხორციელებით, ცოდნისა და კომპეტენციის გაზიარებით განათლების N1 მხარდამჭერად - ადამიანებს და ბიზნესებს აძლევს წინსვლის საფუძველს და ეხმარება მოტივაციისა და განვითარების ზრდაში.

3 დეკემბერს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა ღონისძიება, სადავ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პარტნიორებთან, განათლების სფეროს ექსპერტებთან და თიბისის სხვადასხვა პროექტის მონაწილეებთან ერთად ისაუბრა თიბისი განათლების ხედვაზე, მთავარ მიღწევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე.

თიბისისთვის განათლება ყოველთვის პრიორიტეტული მიმართულება იყო. ბოლო სამი წელია კი განათლება მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებად აქცია. ბრენდის მიზანია, განათლების მიღების მსურველი ადამიანებისთვის, ყველა ბარიერი გაარღვიოს, რათა მათ მიღებული განათლებით შეძლონ ის, რაც აქამდე შეუძლებლად მიაჩნდათ.

„გვჯერა, რომ განათლება ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, თიბისიში მიზნად დავისახეთ ადამიანებს მივცეთ განათლების შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების და გააგრძელონ სვლა დასახული მიზნისკენ. ვასწავლით იმ სფეროებსა და თემებს, რაშიც თიბისის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა დაუგროვდა - იქნება ეს ტექი, AI თუ ბიზნეს დისციპლინები. გვინდა დავეხმაროთ ადამიანებსა და ბიზნესებს საქართველოში შეძლონ იმ ცოდნისა და უნარების დაგროვება, რომელიც მათ კარიერულ და აკადემიურ ჰორიზონტს აფართოებს, ამასთანავე მათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამუპუსი, AI საოლიმპიადო კურსი, IT აკადემია, რისკების აკადემია და პარტნიორებთან ერთად შექმნილი ტექნოლოგიური განათლების სხვადასხვა პროგრამები, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებას. თიბისი განათლების პროგრამები, ახალ თაობას, სრულიად უფასოდ აძლევს წვდომას მთელი საქართველოდან შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ბიზნესმიმართულებები, რაც მომავალში მათ მარტივად დასაქმებასა და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ.

ამასთანავე, თიბისი მიზნად ისახავს ბიზნესებს გაუზიაროს დაგროვილი გამოცდილება და შესთავაზოს საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომლებიც მათ თანამედროვე ბაზართან ადაპტაციაში დაეხმარება. ESG აკადემია, სხვადასხვა მიმართულების ტრეინინგები და ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი არაერთი პლატფორმით, თიბისი ბიზნესებს ზრდაში ეხმარება და წინ სვლის საფუძველს აძლევს.

ქვეყნის და საზოგადოების წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გზა ადამიანების ინდივიდუალურ მიღწევებშია, რომლებსაც განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ქმნის. ამიტომ თიბისი განათლების პროექტებით სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას მოემზადონ თანამედროვე სამუშაო ბაზრისთვის, მიიღონ ცოდნა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით და დაეუფლონ მომავლისთვის საჭირო უნარებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა