კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - არც მე მინდა ციხეში, მაგრამ შიში უნდა დაამარცხოთ

ნახვები: 666 ლევან ხაბეიშვილი - არც მე მინდა ციხეში, მაგრამ შიში უნდა დაამარცხოთ

არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ერთიანებით ხართ ისედაც, ყველა დღე მძიმდება სიტუაცია, - ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.

ამასთან, მან მიმართა საზოგადოებასაც.

“ყოველი დღე ჩვენი სამშობლოსთვის გადამწყვეტია. სამი თვის წინ გარეთ გასვლა და პროტესტი შეგეძლოთ, “”ფეისბუქზე” დაპოსტვა შეგეძლოთ და დღეს, ეს არ შეიძლება. ახლა ტროტუარზე რომ დადგე, ხუთი დღით ადრე უნდა მიმართო უწყებას. ეს არ არის თამაში! მალე სახლში მოგივარდებიან. 300-მდე პოლიტპატიმარია სამშობლოს სიყვარულისთვის.

როგორ გძინავთ ღამე? აა, ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?..

უაზროდ ვკამათობთ ერთიანობაზე. ამაზე მოქმედებაა საჭირო და მოქმედების გეშინიათ. სხვა აზრი არ არსებობს ამაზე. მე გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ და არა ჩასაფრებულის. სანამ შიში იქნება ჩვენს და ივანიშვილს შორის, შიშით ვიქნებით დამარცხებულები.

2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, დავაფურთხებ დროშას და წავალ სახლშიო, ეს რა ბრძოლა იქნებოდა? სახლში მოგაკითხავენ, სახლში! ტროტუარზე ვეღარ დგებით, ჩვენს დედებს, შვილებს დასდევენ.

გდდ-მ გამოიყენა ქიმიური იარაღი, მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ზიმბამბვეში, პრეზიდენტმა მნანგაგვამ მიიღო კანონი 2003 წელს, რომ ვინც უცხოელს დაელაპარაკებოდა, გამოცხადდებოდა მტრად.

ვინმეს ხომ არ გახსენებთ ზიმბაბვეს პრეზიდენტი მნანგაგვა? . აი, ამ ზიმბამბვეს ჰგავს ჩვენი დიქტატორი… ვერაფრით გაიმარჯვებთ, თუ საკუთარ თავში არ დაამარცხებთ შიშს.

არც მე არ მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს! ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში ერთიანობაო! ერთიანებით ხართ ისედაც, ყველა დღე მძიმდება სიტუაცია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა