ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

იმედია, პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი-ჰერმან საბო

ნახვები: 363 იმედია, პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი-ჰერმან საბო

იმედია, პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი და რაიმე მეთოდებით მაინც მოახერხებენ, რომ ძალაუფლებას პუტინი ჩამოაშორონ, წლების განმავლობაში, ვლადიმერ პუტინი თავის გარემოცვას სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით მოპარვის საშუალებას აძლევდა და როცა მათ ეს გზა ჩაეკეტებათ, შეიძლება, ეს მათთვის ისეთი დარტყმა იყოს, რომ პუტინის რაღაცნაირ იზოლაციაზე წავიდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დასავლეთი უკრაინის ცის ჩაკეტვისგან თავს იკავებს, რადგან ამით შეიძლება, კონფლიქტი უფრო მასშტაბური გახდეს და ამის გამბედაობა დასავლეთს არ ყოფნის.

„ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში დასავლეთმა შეიძლება გააკეთოს, არის სანქციების ახალი ეტაპები და უკრაინისთვის თავდაცვის უკეთესი შეიარაღების მიწოდება. ვნახეთ, რომ უკრაინა ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს, მაგრამ ამ თვალსაზრისით უფრო მეტი დახმარების მიწოდება შეამცირებდა იმ რისკებსა და ტრაგედიებს, რაც ზოგადად, ომს მოჰყვება ხოლმე. დიდი ძალაუფლების ქონა რეალობის აღქმას ამრუდებს. წლების განმავლობაში პუტინის გარშემო ხალხი გაიფილტრა და ის ხალხი დარჩა, ვინც მას ბაბლში ამყოფებს და არწმუნებს - როგორი ძლიერია, დაუმარცხებელია, რუსული არმია მსოფლიოში სიძლიერით მეორეა. ამ ყველაფერმა რეალობაზე წარმოდგენა ძალიან გაუმრუდა და გეგმა, რომელიც ომის დაწყებამდე ჰქონდა, ვერ სრულდება. ამან შეიძლება რუსეთში გამოიწვიოს ვერტიკალის ჩამოშლა ან პუტინის ისტერიკაში გადავარდნა და მისი პროგნოზირება უკვე შეუძლებელი იქნება. იმედია, პუტინის გარშემო მყოფ ადამიანებს მაინც შერჩებათ საღი აზრი და რაიმე მეთოდებით მაინც მოახერხებენ, ძალაუფლებას პუტინი ჩამოაშორონ. ეს იქნება კარგი სცენარი რუსეთისთვისაც, უკრაინისთვისაც, მსოფლიოსთვისაც", - განაცხადა საბომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა