ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს

ნახვები: 439 „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს

საბა სხვიტარიძე, ისევე, როგორც სამოქალაქო პროტესტების ათეულობით სხვა მონაწილე, დაისაჯა იმიტომ, რომ იგი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში და მათ ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას - საქმე აღიქმება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპოზიციური აქტივისტის მიმართ და ასახავს სისტემურ პრობლემებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სიყალბის მასშტაბი, რომელიც პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ იქნა დაშვებული საბა სხვიტარიძის საქმეზე, მიუთითებს, რომ ის სინდისის პატიმარია.

როგროც ორგანიზაცია აღნიშნავს, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან ეფუძნება ბრალდების საეჭვო მტკიცებულებებს - მათ შორის, პოლიციელების ცრუ ჩვენებებსა და გაურკვეველი წარმოშობის არაავთენტიკურ ვიდეო მასალას, მთლიანად უგულებელყოფს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, ბრალდების გამაბათილებელ მტკიცებულებებს და, ამდენად, ეწინააღმდეგება სამართლის იმ პრინციპებს, რომლებზეც მოსამართლემ თავად მიუთითა თავის განაჩენში.

„საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს. 2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუსაბუთებელია და ეფუძნება ცრუ ჩვენებებსა და საეჭვო ვიდეომასალას. სხვიტარიძე ცნობილი იყო როგორც პოლიტიკური პარტიის „ახალის“ წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო და ანტირუსულ აქციებში.

საქმის მიმდინარეობისას პროკურატურამ თავდაპირველად სხვიტარიძეს წაუყენა მძიმე ბრალდება — პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც 7-11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. მოგვიანებით, ბრალდება გადაკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. მაგრამ გვიანდელი ბრალდება ისევე თვითნებური და უკანონოა, როგორც თავდაპირველი.

სასამართლომ ვერ დაიცვა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპები — უდანაშაულობის პრეზუმფცია, მტკიცებულებათა შეფასების მიუკერძოებლობა და ეჭვის შემთხვევაში ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, უგულებელყო ინფორმაცია სხვიტარიძის პოლიციაში ფიზიკური ძალადობის შესახებ.

სასამართლომ განაჩენის საფუძვლად გამოიყენა პოლიციელთა იდენტური და ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩვენებები, ფოტოსურათით ჩატარებული ამოცნობა და სოციალური ქსელიდან აღებული ვიდეოჩანაწერი, რომლის წარმომავლობა და ავთენტიკურობა არ დადასტურდა. ვიდეომასალაზე აღბეჭდილი პირი არ არის საბა სხვიტარიძე და სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუშვებელი მტკიცებულებები დაუდო. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა დაცვის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც სხვიტარიძის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ.

ამდენად, საქმე აღიქმება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპოზიციური აქტივისტის მიმართ და ასახავს სისტემურ პრობლემებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში. სიყალბის მასშტაბი, რომელიც პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ იქნა დაშვებული ამ საქმეზე, იმაზე მიუთითებს, რომ საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული მასალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა