კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სერგეი ლავროვმა ვერ აიღო ვალდებულება მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე-კულება

ნახვები: 310 სერგეი ლავროვმა ვერ აიღო ვალდებულება მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე-კულება

საუბარია იყო როგორც მარტივი, ასევე რთული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჩავუშოღლუს, რომ მოახერხა ამ შეხვედრის ორგანიზება. ეს ადვილი არ იყო. მან პირველად გაამარტივა რუსეთისა და უკრაინის მინისტრების კონტაქტები მას შემდეგ, რაც რუსული აგრესია დაიწყო. საუბარია იყო როგორც მარტივი, ასევე რთული. მარტივი იმიტომ, რომ მინისტრი ლავროვი მიყვებოდა თავის ტრადიციულ ნარატივს უკრაინასთან დაკავშირებით. რთული კი იმიტომ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რათა სულ მცირე მომენახა დიპლომატიური გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ტრაგედიისთვის, რომელიც ვითარდება საბრძოლო რეგიონებში, ალყაშემორტყმულ ქალაქებში. ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი. მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლიუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში", - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვმა ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.

„სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება საკუთარ თავზე, მაგრამ იგი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით ძალისხმევას, რათა მოგვეძებნა გადაწყვეტილება ჰუმანიტარული პრობლემებისთვის ადგილზე. მე მზად ვიქნები, შევხვდე კვლავ აღნიშნულ ფორმატში, მოცემულ ფორმატში, თუ იქნება პერსპექტივები არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტილების მონახვისთვის. როდესაც ორი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ხვდება, მათ აქვთ მანდატი, მოლაპარაკება აწარმოონ უსაფრთხოების, მშვიდობის საკითხებზე. მანდატი, რომელიც მათ მიანიჭეს პარლამენტებმა, მათი ქვეყნების ლიდერებმა და მზად ვარ, აღნიშნული ჩართულობა გავაგრძელო იმ მიზნით, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს, დასრულდეს სამოქალაქო პირების ტანჯვა და ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ძალებისგან", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

რუსეთ-უკრაინის პირველი დიპლომატების მოლაპარაკებები ანტალიაში დიპლომატიური კონფერენციის ფარგლებში, თურქული მხარის ინიციატივით გაიმართა და მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა