ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთს სხვა ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს-ლავროვი

ნახვები: 368 რუსეთს სხვა ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს-ლავროვი

რუსეთს სხვა ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს, ჩვენ უკრაინასაც არ ვიპყრობთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქადდა რუსეთის ფედერაციას.

„რაც შეეხება რუსეთის გეგმებს, დაიპყროს სხვა ქვეყნები, ჩვენ ასეთი გეგმები არ გვაქვს. ჩვენ უკრაინასაც არ ვიპყრობთ. ჩვენ ძირითადად აღვნიშნავდით, რომ იყო სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქადდა რუსეთის ფედერაციას და მიუხედავად მრავალი ახსნა- განმარტებისა, კომენტარებისა, წინადადებისა, არავინ გვისმენს ჩვენ. და პრეზიდენტი პუტინი საუბრობდა მაგალითად დონბასის მოვლენებზე, მაგალითად, შეტევები სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ იგეგმებოდა აი ამ თვისთვის. და პენტაგონის აქციები და ქმედებები ასევე არის აღსანიშნავი ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უკრაინაში, პათოგენებზე ექსპერიმენტები, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იაღარის შესაქმნელად. და ევროკავშირმა გააკეთა განცხადება, რომ იგივეს არ აკეთებს უკრაინაში და ჩვენ არ გვაკვირვებს ეს. რაც განაცხადეს გამომსვლელებმა გაერო-დან, რომ მათ არ აქვთ ამაზე ინფორმაცია, ესეც არაა გასაოცარი, რადგან ამერიკელებმა ეს გააკეთეს დახურულად, ცდილობდნენ, დაემალათ ეს აქტივობები. აღნიშნულს აკეთებდნენ მრავალ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და ჩინეთში ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. არსებობს ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, რომელიც გვთავაზობს, რომ ყველა ქვეყანა ანგრიშვალდებული უნდა იყოს იმ აქტივობებზე, რომელიც მიმდინარეობს საკუთარ ტერიტორიაზე და სხვა ვქეყანაში. მაგრამ ქვეყნებს, რომლებიც იარაღს აწვდიან უკრაინას, უნდა ესმოდეთ, რომ მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ქმედებებზე", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა