ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელარუსში-ლავროვი

ნახვები: 313 გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელარუსში-ლავროვი

ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც საფუძველში უდევს უკრაინის კრიზისს და ვისაუბრეთ გადაწყვეტილებებზე ამ კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან შეხვედრის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგოც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, კონტაქტებს დამატებითი ღირებულება უნდა გააჩნდეს და არ უნდა იყოს გამოყენებული უკრაინელი კოლეგების მიერ, რომ ამან ჩაანაცვლოს მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს ბელარუსში.

„დღევანდელმა შეხვედრამ გვაჩვენა სხვადასხვა ალტერნატივები და ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც წარმოაჩინეს ჩვენმა თურქმა მეგობრებმა. ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითხებზეც, რომ შემსუბუქდეს ტანჯვა სამოქალაქო მოსახლეობის, ვინც ამ ვითარების მძევალი აღმოჩნდა, საუბარი იყო ე.წ. მოხალისეთა ბატალიონებზე და უკრაინის თავდაცვის ძალებზე, რომელიც იყენებს მოსახლეობას, როგორც ადამიანურ ფარს. ჩვენი თავდაცვის მინისტრმა, კოლეგებმა თავდაცვის სამინისტროდან ჩაატარეს ასევე ბრიფინგი. საუბარი იყო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე, ეს საკითხი კვლავ იხილება და ეს ყველაფერი განისაზღვრება იმითი, ვინ აკონტროლებს ვითარებას ადგილზე. უნდა მოხდეს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტირება. ჩვენს კოლეგებს შევახსენებთ, რომ ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდზე რუსულმა მხარემ წარმოადგინა კონკრეტული იდეები იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების თვალსაზრისით, უკრაინულმა მხარემ ეს დოკუმენტები კიევში წაიღო და დაგვარწმუნა, რომ მალე პასუხს მოგვცემდნენ. ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ბელარუსში, რათა შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის განმუხტვაში დაგვეხმარება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ევროპულ კონტინენტზე იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესი იყოს მხედველობაში მიღებული", - განაცხადა ლავროვმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა