გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ-კულება

ნახვები: 292 ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თურქეთში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ.

კულება აცხადებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე მაშინ იქნება თანახმა თუ უკრაინა პუტინის პირობებს შეასრულებს, რაც მისი თქმით, უკრაინის დანებებას გულისხმობს.

„ჩემი შთაბეჭდილებით რუსეთი ამ დროისთვის არაა იმ პოზიციაში, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დაგვთანხმდნენ, ისინი ელოდებიან დანებებას უკრაინისგან, ამას ისინი ვერ მიიღებენ. უკრაინა ძლიერია, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ რუსეთს თავდაპირველი გეგმები ჩაუშალა.

ჩვენ მზად ვართ ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გზა და დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით." - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეხვედრა ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხებოდა. მან ლავროვს მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობა და 1 დღით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რასაც რუსული მხარე არ დასთანხმდა.

„უკრაინამ შესთავაზა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლში, ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 1 დღით, მოქალაქეების ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. ამას რუსული მხარე არ დათანხმდა. მე მზად ვარ მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ ის მზადაა ლავროვს ნებისმიერ ფორმატში მომავალშიც შეხვდეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა