კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი

ნახვები: 744 ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი

საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი.

ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის".

"მსგავსად, საქართველომ ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული", - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ "ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით", ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს.

ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის.

მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია).

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე მოითხოვა დეტალური ინფორმაცია.

თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო. უმეტეს შემთხვევებში კორექტირების შემტანი ზომები არ იქნა მიღებული, ხოლო რამდენიმე სხვაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეშფოთება საქართველოში მიღებულ რამდენიმე საკანონმდებლო აქტს უკავშირდება, კერძოდ: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის კანონს, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსა და შესწორებებს, რომლებიც შეტანილ იქნა გრანტების შესახებ კანონში, მოქალაქეთა პოლიტიკური შეკრების კანონში, ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, მაუწყებლობის კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

ევროკომისიის თქმით, აღნიშნული კანონები და შესწორებები ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. ხოლო საქართველოს მთავრობამ, შესწორებების ნაცვლად, ამ ზომების ღიად დაცვა დაიწყო ეროვნული სუვერენიტეტის წამოწევით და უგულებელყო ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული ვალდებულებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა