თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რადიკალურ ოპოზიციას ჩემს განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს-მდინარაძე

ნახვები: 317 რადიკალურ ოპოზიციას ჩემს განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს-მდინარაძე

რადიკალურ ოპოზიციას ჩემს გუშინდელ განცხადებაში მითითებულ არც ერთ პუნქტზე პასუხი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ერთადერთი, რაც პასუხად ჰქონდა, კვლავ „ფეიკი" და ოცდამეერთე საუკუნის შადიმანების მიერ ნაწარმოები კამპანიის გაგრძელებაა საკუთარი ქვეყნის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ასე რომ, მათ არ აქვთ პასუხი: 1. რატომ ააგორეს ცრუ კამპანია საქართველოში ასოციათასი თუ ნახევარი მილიონი რუსეთის მოქალაქის შემოსვლის შესახებ?! 2. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, რატომ ცდილობენ საქართველოს დაზიანებას ყველაფრის ფასად - მათ შორის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისადმი პრორუსულობის იარლიყის მიკერებას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით?! და რატომ ვერ აღმოჩნდა ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადიც კი მათი ამ ისტერიული კამპანიისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი?! 3. რატომ ატყუებენ ყველას, რომ რუსეთთან რძეზე და ყველზე მიდის მოლაპარაკებები ახლა, მოცემულ სიტუაციაში, როდესაც, ამ შემთხვევაშიც გაირკვა, რომ კერძო კომპანიების მიერ 2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხთან გვაქვს საქმე?! 4. რატომ არიან ჩართულები ომის პროპაგანდაში და რატომ ცდილობენ საკუთარი ქვეყნის გაწირვას კატასტროფისთვის?! 5. რატომ შემოაპარებს ხოლმე მათი რომელიმე აქტივისტი ინფორმაციას, რომ თითქოს ქართული სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილის შეცვლა ხდება?! 6. რატომ ცდილობენ დისკრიმინაციის გამართლებას და ამით ქვეყნის ომში ჩათრევის ალტერნატიული შანსის გაჩენას ან იმ ასიათასობით ქართველისათვის უდიდესი რისკის შექმნას, რომლებიც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ?! 7. ერთადერთ მდარე პიარსვლაზეც, რაც ამ მხილების პასუხად ქონდათ:

რატომ ცდილობენ ხალხის მოტყუებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ თავს ვესხმით უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც ხაზგასმით ვამბობთ, რომ მათი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ამისთვის მოცლისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ პირიქით, ყველა ფორმატში გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

და ბოლოს, მათ კვლავ არ გაუციათ პასუხი კითხვაზე, რატომ დაუჭირეს იმ რეზოლუციას მხარი, სადაც ეწერა, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართველი სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვით დაიწყო და რუსეთის შეტევა საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული?! არის თუ არა ეს საკუთარი ქვეყნის ღალატის განსაკუთრებული და უნიკალური მტკიცებულება?! ამ კითხვაზე მეხუთე კოლონის მხრიდან განსაკუთრებული დუმილია", - წერს მდინარაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა