კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა

ნახვები: 371 "აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ცირა მესხიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცირა მესხიამ დეტალურად ისაუბრა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნეს- საკონსულტაციო ცენტრის მიერ განხორციელებული, დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების შესახებ.
 
ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, რეგიონის მასშტაბით, საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების, ბიზნეს უნარების გაუმჯობესების და საინფორმაციო მომსახურების მიმართულებით – მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
 
სააგენტო„აწარმოე საქართველოში“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებას ექვსი მიმართულებებით: გაყიდვები და მარკეტინგი; საგადასახადო საკითხები; იურიდიული საკითხები; ფინანსები და ბუღალტერია; ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა; გაციფრულება;
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო სერვისებზე, ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე.
 
აღინიშნა, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით ,,აწარმოე საქართველოში” კვლავაც აგრძელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას და უპროცენტო ბიზნეს სესხების გაცემას 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა