კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს

ნახვები: 438 ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს

28 დეკემბერს ტრამპთან, სავარაუდოდ, უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ფართო დღის წესრიგი გვაქვს, ის შაბათ-კვირას იქნება, ვფიქრობ, სწორედ კვირას [28 დეკემბერს] ფლორიდაში. გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა. სწორედ ამ დოკუმენტებს განვიხილავთ, როგორც ვთქვი, უსაფრთხოების გარანტიებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ახლა 90%-ით მზად არის. ამის გარდა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე რამდენიმე დოკუმენტის პროექტი არსებობს და “სასურველია ყველას განხილვის შესაძლებლობის პოვნა”.

მისივე თქმით, ასევე არის ეკონომიკური შეთანხმების საბაზისო პროექტები.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრა საჭიროა ამ დოკუმენტების მაქსიმალურად შემუშავებისთვის.

“და განხილული იქნება თუ არა ტერიტორიული საკითხი - ყველა საკითხი, რომლებზეც კითხვები გვაქვს, უთანხმოებები არის… ჩვენი მხარე მათ წამოწევს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა