თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა

ნახვები: 389 რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა და 30 დეკემბრის შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე ერთი კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის – ერთი კილომეტრი და 362 მეტრი.

„ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის ექსპლუატაციაში გაშვება რვა კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს.

„რიკოთზე ახალი გზის მშენებლობის დასრულების შედეგად, 30 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტი ისარგებლებს უწყვეტი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალით თბილისიდან სამტრედიამდე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის შიდა და სატრანზიტო მოძრაობას.

რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო. მოძრაობა ეტაპობრივად იხსნებოდა – გზის პირველი 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. რიკოთის ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებას, მათ შორის ქალაქ ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებულ პუნქტებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.

პროექტის ფარგლებში, სოფელ შროშასთან, ახალი გზის ორივე მხარეს სპეციალურ მოედნებზე მოეწყო სავაჭრო სივრცეები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს. პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა