ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

პროკურორი - ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს

ნახვები: 408 პროკურორი - ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ბიზნესმენის მეგობრების ჩვენებები დევს.

ვეფხვაძის განმარტებით, აღნიშნული პირები ინფორმაციის მისაწოდებლად პროკურატურაში თავად გამოცხადდნენ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმეში გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომელიც ერთობლიობაში ადასტურებს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მხრიდან ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას.

„ესენი არიან ლევან ჯანგველაძის ახლობლები და მათი მეგობრები, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს იყო მათი მოქალაქეობრივი ვალიც, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდნენ და რა ინფორმაციასაც ფლობდნენ, გამოძიებას მიაწოდეს, აღნიშნული მოწმეები დაკითხული არიან მოსამართლის წინაშე და მათ მოსამართლის წინაშე განაცხადეს ის ინფორმაცია, რასაც ლევან ჯანგველაძეზე ფლობდნენ.

ჩვენთვის მათი არსებობა ბუნებრივია, უცნობი იყო. გარდაცვლილ ლევან ჯანგველაძეს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ მომართეს საგამოძიებო ორგანოს, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი, როცა თვლიან, რომ გამოძიებას შეიძლება რამე ფორმით დაეხმარონ, ჩვენ რა თქმა უნდა, გამოვკითხეთ, მათი გამოკითხვა მოხდა ასევე მაგისტრატ მოსამართლესთან.

ეს მოწმეები ადასტურებენ, რომ ლევან ჯანგველაძე მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას უყვებოდა, რომ დაპირისპირება გააჩნდა ფარცხალაძეს მასთან, მათ შორის, ასახელებენ მიქაძეებს, რომელთაც დაპირისპირება ჰქონდათ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო, ლევან ჯანგველაძე შიშობდა და გარკვეული უსაფრთხოების ზომები ჰქონდა მიღებული. მოწმეები ასევე, მნიშვნელოვან გარემოებებს ასახელებენ, თუმცა, ამ ეტაპზე მათ ვერ გავაჟღერებ, რადგან ისინი საქმის არსებით განხილვაზე უნდა დაიკითხონ“, - აცხადებს ვეფხვაძე.

კითხვაზე, როდის გამოცხადდება ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ საერთაშორისო ძებნა, ვეფხვაძე პასუხობს, რომ „აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პირველ რიგში, ქვეყნის მასშტაბით ცხადდება ძებნა და შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“.

ცნობისთვის, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ბრალი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე წარუდგინეს. კერძოდ კი, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს რამდენიმე პირის საქმე, რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე. ძებნა არის გამოცხადებული დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძის მიმართ.

რაც შეეხება ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა