თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს

ნახვები: 441 ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს

ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა თუ ორი მხარიდან მხოლოდ ერთს ესაუბრება, მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება.

„ვფიქრობ, მაკრონი მართალია ამ საკითხში. მე მჯერა, რომ დადგა დრო, ევროპამაც ისაუბროს რუსეთთან. თუ ევროპა გადაწყვეტს, რომ მოლაპარაკებების ამ ფაზაში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ორი მხრიდან ერთ-ერთთან საუბრით, ვშიშობ, რომ საბოლოოდ მისი დადებითი წვლილი შეზღუდული იქნება“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

მელონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ იმუშავებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და თავიდან აიცილებს დაბნეულობას.

„თუ ჩვენ შეცდომას დავუშვებთ და გადავწყვეტთ, ერთი მხრივ, რუსეთთან დიალოგის განახლებას და, მეორე მხრივ, ამას არაორგანიზებულად გავაგრძელებთ, პუტინს სამსახურს გავუწევთ. ეს პრობლემა თავიდანვე გვაქვს. ძალიან ბევრი ხმა საუბრობს, ძალიან ბევრი ფორმატია“, – აღნიშნა მელონიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა