ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კელი დეგნანი - საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე

ნახვები: 398 კელი დეგნანი - საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე

როგორც აშშ-ში, ისე საქართველოში კარგად გამოვცადეთ, რას ნიშნავს პოლარიზაცია, რა შედეგები შეუძლია, მოიტანოს, ამას გულისხმობდა ვიქტორია ნულანდის განცხადებაც, რომ უნდა გავერთიანდეთ და მხარში დავუდგეთ უკრაინას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

საქართველოში რუსული ბიზნესების რეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია რუსულ ბიზნესებთან დაკავშირებით.

„ალბათ საჭიროა უფრო ზუსტი დეტალები და ინფორმაცია ყველასთვის“, – დასძინა კელი დეგნანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ელჩებს მიეცათ მითითება, იმუშაონ მთავრობებთან რუსეთისადმი სანქციების მიმართულებით, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის, თითოეული ქვეყნის გაერთიანება და ერთად დგომა და სწორედ ამაზე მიუთითებდა ვიქტორია ნულანდი.

„საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-ს ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ ქართველი ხალხის ასეთ მხარდაჭერას, გულუხვობას უკრაინელი ხალხის მიმართ, ალბათ განსაკუთებით იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს, იყო ომში; რას ნიშნავს, გესხმოდნენ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გინდა, იყო თავისუფალი. სწორედ ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სიტუაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთიანობა. მოგეხსენებათ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოში ჩვენ კარგად გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს პოლარიზაცია და რა შედეგები შეუძლია, მოიტანოს. სწორედ ამას გულისხმობდა ნულანდის განცხადება, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, ყველანი უნდა დავუდგეთ მხარში უკრაინას და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გზები შეიძლება, არსებობდეს ამ მხარდაჭერისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველანი შევძლებთ ამ გაერთიანებას და მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა