კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს

ნახვები: 433 Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს, - ინფორმაციას Reuters-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 3 090 ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციას გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის 2 885 დემონსტრანტია.

ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თეირანში სიმშვიდეა და მასშტაბური საპროტესტო აქციები აღარ მიმდინარეობს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ინტერნეტის სრული გათიშვის შემდეგ ირანში ინტერნეტზე წვდომა გაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

„დიდ პატივს ვცემ იმ ფაქტს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობა, 800-ზე მეტი, გააუქმა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა