საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ჩრდილოეთ ოსეთს შეუტიეს

ნახვები: 379 უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ჩრდილოეთ ოსეთს შეუტიეს

18 იანვრის ღამით უკრაინულმა დრონებმა ბესლანს შეუტიეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დაეცა.

ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ გაავრცელა. სახლიდან ევაკუირებულია 70 ადამიანი. ერთ-ერთ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ხუთსართულიან კორპუსს დაზიანებული აქვს სახურავი და ფანჯრები.

ვლადიკავკაზის აეროპორტში, ასევე გროზნოსა და მაგასის აეროპორტებში დილიდან დაწესდა დროებითი შეზღუდვები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ჩრდილოეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი. უწყების ინფორმაციით, მთლიანობაში რუსეთის რეგიონებში ღამის განმავლობაში განადგურებულია 63 უკრაინული დრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა