ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არასწორი არჩევანი იყო“ - რასმუსენი 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის არმიცემაზე

ნახვები: 368 „დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არასწორი არჩევანი იყო“ - რასმუსენი 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის არმიცემაზე

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის მაპ-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა.“ - აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი.

როგორც რასმუსენმა "რადიო თავისუფლებასთან" აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების არმიღება იყო სიგნალი, რომ ნატო-ში უთანხმოებაა, პუტინმა კი ეს სისუსტე გამოიყენა და საქართველოში მალევე შეიჭრა.

"2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის „მაპ“-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში", - თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა