ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლესია ვართანიანი - პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს“

ნახვები: 339 ოლესია ვართანიანი - პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს“

"ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ, - ამის შესახებ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე განაცხადა.

მან საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე და განაცხადა, რომ რთულ პერიოდებში ის ძლიერი გამოდიოდა.

„საქართველო პატარა ქვეყანაა, ძალიან აქტიური საზოგადოებით, რომელმაც მრავალი მძიმე პერიოდი გადაიტანა, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რუსეთის შეჭრა, რევოლუცია და სხვა. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდები, ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა მათგან, რათა თავისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაეძლიერებინა“, - განაცხადა ვართანიანმა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული „ამჟამინდელი კრიზისი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის უნიკალური მოვლენა არ არის“.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგი გახდა აუცილებელი. ეს ხდებოდა რიგგარეშე არჩევნების ან ქვეყნის შიგნით მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოური შუამავლების ჩარევა გახდა საჭირო, როგორც ეს წინა საარჩევნო კრიზისის დროს მოხდა და ევროკავშირის ჩართვა ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ წარსული გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვაძლევს, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არცერთი ეს პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლებაზე თანაბრად წვდომის ნამდვილი პერსპექტივა არ ექნება. პოლიტიკოსებმა შეიძლება უსასრულოდ იმსჯელონ საარჩევნო რეფორმებზე, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ მმართველი ხელისუფლება ძალაუფლების გაზიარების სურვილს არ გამოიჩენს, ან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნას. პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს“, - აღნიშნა ოლესია ვართანიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა