მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში პოზიტიური ძვრებია

ნახვები: 377 ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებში პოზიტიური ძვრებია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის მიმართულებით მოლაპარაკებებში პიზიტიური ძვრებია. ამის შესახებ მან მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„მე უდავოდ მოგაწვდით ინფორმაციას ასევე უკრაინის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. პირველ ყოვლისა იმაზე, როგორ მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მაცნობეს მომლაპარაკებლებმა ჩვენი მხრიდან. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად მოგიყვებით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ მათ წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზეც ისაუბრეს.

„რა თქმა უნდა, არის დღევანდელ მოვლენებთან, ცნობილ შეზღუდვებთან, სანქციებთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ჩვენი განვითარების შეზღუდვის, მისი შეკავების მცდელობები ყოველთვის ხორციელდებოდა და ახლაც ხორციელდება. ახლა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მასშტაბით, ეს ცხადია. დარწმუნებული ვარ, ამ სირთულეებს გადავლახავთ. პირიქით, შევიძენთ უფრო მეტ კომპეტენციას, უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ თავი ვიგრძნოთ დამოუკიდებლად, თვითმყოფად. საბოლოოდ, ეს იქნება სასარგებლო, როგორც იყო წინა წლებში", - განაცხადა პუტინმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა