ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

CNN - აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ

ნახვები: 333 CNN - აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ

აშშ-ის სამხედროები მზად არიან, ირანზე დარტყმა უახლოეს შაბათ-კვირას განახორციელონ, თუმცა დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ოპერაციის ავტორიზაციის საკითხზე, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

წყაროების ცნობით, თეთრ სახლს აცნობეს, რომ სამხედროები შაბათ-კვირისთვის დარტყმისთვის მზად იქნებიან, თუმცა ერთ-ერთი წყარო „სიენენს“ უყვება, რომ დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ აქვს, ის მრჩევლებსა და მოკავშირეებს ეკითხება, რა იქნება საუკეთესო ნაბიჯი.

როგორც „სიენენი“ წერს, 18 თებერვალს თეთრ სახლში ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირები შეიკრიბნენ და ირანთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განიხილეს. ამავე დღეს დონალდ ტრამპს ჟენევაში ჩატარებული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ მისმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მიაწოდეს ინფორმაცია.

„ის ამაზე ბევრ დროს ხარჯავს და ფიქრობს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ „სიენენთან“ საუბრისას.

ამასთან, „სიბიეს ნიუსი“ წერს, რომ პენტაგონს ახლო აღმოსავლეთიდან გარკვეული პერსონალი დროებით გამოჰყავს, რადგან ემზადება ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმისთვის აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში. გამოცემის ცნობით, თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შაბათ-კვირის შემდეგაც შეიძლება, გაგრძელდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა