ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„გამოაგზავნეს სირიელები, ისინი აქ ფულის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ" - ზელენსკი

ნახვები: 398 „გამოაგზავნეს სირიელები, ისინი აქ ფულის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაში სირიელი დაქირავებული მკვლელები გაგზავნა. მისი თქმით, რუსეთმა სირიაც ისე გაანადგურა, როგორც ახლა უკრაინის განადგურება სურს. მისივე განცხადებით, სირიელები უკრაინაში ფულის სანაცვლოდ ჩადიან.

"როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ჩვენი არმია მტერს და როგორ ანადგურებს მტრის ჯარს, იმედი მიჩნდება, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მარგამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომია. უნდა მოვითმინოთ და ვიბრძოლოთ. ჯერ ვერ ვიტყვით რა დრო დაგვჭირდება ჩვენი მიწიდან მტრის განსადევნად, თუმცა ამას აუცილებლად ვიზამთ. ომში სტრატეგიული გარდატეხა უკვე შევიტანეთ და ვუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას, თუმცა როგორც გეუბნებით ამას დრო დასჭირდება. ომი პრინციპულ და ჯიუტ მეტოქესთან გვაქვს. ქვეყანა, რომელიც ჩვენთან საბრძოლველად რეზერვისტებსაც კი აგზავნის.  

ამასთან, სირიელი დაქირავებულ მკვლელები გამოგვიგზავნეს. არ დაგვავიწყდეს, რომ სირიაც ისე გაანადგურეს, როგორც ახლა ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. გამოაგზავნეს სირიელები, რომლებიც ვერც კი არჩევენ ვინ რომელ ენაზე საუბრობს, ან ვინ რომელ ეკლესიაში დადის. ისინი აქ ფულის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ", - ამბობს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა