ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ოლივიე კურტო - უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში

ნახვები: 354 ოლივიე კურტო - უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ევროპა წარმოადგენს მთავარ ძალას, რომელიც ფინანსურად და სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება უკრაინას. ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა გაფართოვდეს.

„ახლა „მსურველთა კოალიციასთან“ ერთად რაღაც ინოვაციურს ვაშენებთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროპისა და საქართველოს ხვალინდელი უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს. ჩვენ, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ”,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა რაიმე ნიშანს იმისა, რომ საქართველო ცდილობს თავი აარიდოს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების რეჟიმს, ელჩმა უპასუხა :

„იცით, ეს ყველა ლამაზი ქართული სახლის მსგავსია. ყველა ლამაზი ფრანგული სახლის მსგავსია. ისინი ლამაზები არიან, რადგან არის ბზარები, არის ხვრელები და ჩვენ უნდა შევავსოთ ისინი ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და სწორედ ამას ვაკეთებთ ყველა ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამ კოლექტიურ ძალისხმევაში, რომლის ნაწილიც საქართველოა, რაც მნიშვნელოვანია და სასწორზე დევს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იშლება რუსეთის ეკონომიკა ნელ-ნელა. ჩვენ ვხედავთ ნავთობისგან მიღებული საგადასახადო შემოსავლების კლებას და ეს ძალისხმევა მხოლოდ მაშინ არის პროდუქტიული, თუ ის სისტემატური და გრძელვადიანია. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია რუსეთის ომის მანქანის დასუსტება და საქართველო, ცხადია, ამ ძალისხმევის ნაწილია და ჩვენ აბსოლუტურად გვსურს, რომ საქართველო კიდევ უფრო პროაქტიური იყოს ამ ძალისხმევაში, როგორც ამას ჩვენც ვცდილობთ. ეს კოლექტიური ძალისხმევაა. საქმე არ არის ამა თუ იმ ქვეყნის მითითებაში, საქმე ეხება ერთად აქტიურ მუშაობას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოებაა“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა დასავლეთში რაიმე ეჭვი, რომ საქართველო ამჟამად რუსეთს ეხმარება, რადგან ქვეყნის პარტნიორებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი განცხადება ისმის, ელჩმა უპასუხა:

„ბევრ განცხადებას ვისმენთ, მაგრამ ამ საკითხებში სიმშვიდე და ცივი გონება უნდა შევინარჩუნოთ. საქართველო ნამდვილად თანამშრომლობს ყველა დასავლურ ქვეყანასთან, სანქციებისგან ნებისმიერი გვერდის ავლის თავიდან აცილების მცდელობაში. გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა აღმოვფხვრათ ხვრელები, თუ ისინი არსებობს“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა