კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბერნარდ გეტა - საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება

ნახვები: 400 ბერნარდ გეტა - საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება

საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში, – ამის შესახებ ევროპარლამენტმა, პოლიტიკური ჯგუფის, renew europe-ის წარმომადგენელმა ბერნარდ გეტამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ბერნარდ გეტას თქმით, იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს, უნდა დაეხმარონ უკრაინას.

„ჩვენ საგნებს უნდა შევხედოთ ცივსისხლიანად და ობიექტურად. საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში. დასკვნა მარტივია. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, უნდა დავეხმაროთ უკრაინას. დემოკრატიის დასახმარებლად აუცილებელია უკრაინის დახმარება“, – აღნიშნა ბერნარდ გეტამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა