კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს

ნახვები: 367 საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს.

მათივე ცნობით, ასეთი ზედამხედველობის რეჟიმი სტრუქტურული ან სისტემური პრობლემების, მძიმე ან მასობრივი დარღვევების მნიშვნელობის საქმეებზე გამოიყენება.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს. გაძლიერებული ზედამხედველობა ნიშნავს, რომ კომიტეტი უფრო ინტენსიური, „განსაკუთრებული ყურადღების“ რეჟიმით დააკვირდება ამ საქმეზე გასატარებელი ღონისძიებების სახელმწიფოს მიერ შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ასეთი ზედამხედველობის რეჟიმს სტრუქტურული ან სისტემური პრობლემების, მძიმე ან მასობრივი დარღვევების მნიშვნელობის საქმეებზე გამოიყენება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2025 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დაადგინა, რომ სახელმწიფომ 2019 წლის 20-21 ივნისს ე.წ. „გავრილოვის ღამის“ აქციის დარბევის ოპერაციისას დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება) და მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება). შედეგად დაზიანდნენ დემონსტრანტები და ჟურნალისტები, მათ შორის, ისე, რომ რამდენიმე მათგანმა დაკარგა თვალი/დაუზიანდათ მხედველობა.

ამ საქმეში ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დეტალურად განმარტა კინეტიკური საშუალებების გამოყენების წესი და კონვენციის 46-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა სახელმწიფოს მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების მარეგულირებელი ჩარჩოს მოწესრიგების აუცილებლობა. ეს სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით უნდა გააკეთოს, მათ შორის, იმ სახელმძღვანელო სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც გაეროს ფარგლებშია შემუშავებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) 2026 წლის მარტში წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და მოითხოვა 20 ივნისის საქმეზე გაძლიერებული ზედამხედველობა. მინისტრთა კომიტეტისთვის გაგზავნილ კომუნიკაციაში საიამ მიუთითა, რომ 20 ივნისის საქმე წარმოაჩენს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს აქციების მართვის მომწესრიგებელი ჩარჩოსა და პრაქტიკის, ასევე, შემდგომში ეფექტიანი გამოძიების კუთხით. 20 ივნისის საქმის ზოგადი საკითხები არ ეხება მხოლოდ რეზინის ტყვიების გამოყენებას, არამედ, ის ნაკლებად ლეტალური იარაღის ბოროტად გამოყენების ფართო პრაქტიკასაც მოიცავს, რაც 2019 წლის შემდგომი აქციების დროსაც გამოვლინდა, მათ შორის, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაცვლად მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებისა, არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა კიდევ უფრო გაუარესდა 2019 წლის შემდეგ. ამიტომ, საიამ კომუნიკაციაში აღნიშნა, რომ, ვინაიდან, საქმეში გამოკვეთილი საკითხები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას მოითხოვს, მინისტრთა კომიტეტმა საქმე უნდა განიხილოს ცალკე და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ, და, არა სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულ ჯგუფში.

მინისტრთა კომიტეტის მიერ 20 ივნისის საქმეზე ცალკე საზედამხედველო ჯგუფის გახსნა და გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურის დაწყება, ამასთანავე, მოცემული საქმისთვის „წამყვანი“ (leading) საქმის სტატუსის მინიჭება მოწმობს ამ პროცესის მნიშვნელობას ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფაზე მეთვალყურეობის კუთხით. საიას, როგორც მომჩივანთა წარმომადგენელსა და უფლებადაცვით ორგანიზაციას, კონვენციური უფლება აქვს, კომიტეტში წარადგინოს წერილობითი კომუნიკაციები და, შესაბამისად, ამ საქმის აღსრულების მონიტორინგს აქტიურად განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა