საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა

ნახვები: 343 ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილით ადრე ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში მათი სამიზნე „ტერორისტული ინფრასტრუქტურაა“.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ლიბანში ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა კვირების განმავლობაში გაგრძელდება.

„მოსალოდნელია, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გველის“, - აღნიშნა დეფრინმა.

მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა და მისმა მისმა მოკავშირეებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს.

„ყოველი დღის განმავლობაში ჩვენ სულ უფრო და უფრო ვასუსტებთ ტერორისტულ რეჟიმს. არ დავუშვებთ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა და მისმა პროქსებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა