Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce
Zelensky holds supreme Commander-in-Chief's Staff meeting: Ukraine's front-line positions strongest in long time

ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს

ნახვები: 416 ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრიტანელ სამხედროებს ნება დართო, დააკავონ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული.

„ბრიტანელი სამხედროები შეძლებენ, ავიდნენ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე, რომლებიც ტრანზიტით გადიან გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებში“, – ბრიტანეთის ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“, რომელიც ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში.

ლონდონში ამბობენ, რომ ახალი ზომები ფაქტობრივად დახურავს ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებს, მათ შორის ლა მანშის სრუტეს, სანქცირებული გემებისთვის, რაც მათ აიძულებს, გამოიყენონ უფრო გრძელი და ფინანსურად არახელსაყრელი მარშრუტები, ან დადგნენ ბრიტანელი სამხედროების მიერ დაკავების საფრთხე წინაშე.

„ჩვენ ვცხოვრობთ სულ უფრო არასტაბილურ და სახიფათო სამყაროში და ყოველდღიურად ვეჯახებით საფრთხეებს მსოფლიოს სხვადასხვა მხრიდან. პუტინი სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით, რადგან მიაჩნია, რომ ნავთობის ფასების ზრდა საშუალებას მისცემს, ჯიბეები გაივსოს. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ბრძოლას მის „ჩრდილოვან ფლოტთან“, არა მხოლოდ ბრიტანეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმისთვისაც, რომ მოვაკლოთ პუტინის სამხედრო მანქანას ის ბინძური შემოსავლები, რომლებიც უკრაინაში მის ბარბაროსულ კამპანიას აფინანსებს“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა