თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ

ნახვები: 397 ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბრალშია: მე ვთვლი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად. ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, რომ ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების დამხობა არაა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი, ვინაიდან ასეთი მუხლი არ არსებობს.

“ძალიან უცნაური რაღაც მოხდა, სასამართლოზე ნათქვამის გამო წარმიდგინეს ბრალდება.

თქვენ ხომ მკითხეთ, გასაგებია თუ არა ბრალი. გაუგებარი იცით რატომ არის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა დანაშაულად არაა მოხსენიებული. დანაშაულია ყაჩაღობა, ბანდიტობა. რომელი მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში ხელისუფლების დამხობა რომ დანაშაულია? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების დამხობა კანონიერი მოქმედებაა, ჩვეულებრივი ქცევა ისეთი დიქტატორის პირობებში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით. სისხლის სამართლის კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც სჯის ხელისუფლების დამხობას. მე რომ ხვალ ავდგე და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ხელისუფლება დავამხო, ბრალს ვერ წამიყენებენ, რადგან რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული არაა, ის ყველაფერი დაშვებულია.

შესაბამისად, მე ვამბობ, ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსვლის, რომელიც ჩვენს ერს აქვს, დამპყრობელი ხელისუფლების დამხობაა, ეს არის ერთადერთი, სამართლიანი გზაა, რომლითაც საქართველომ შეიძლება ღირსება აღიდგინოს. არჩევნები არ ტარდება, ყველამ იცის, რომ ქუჩაში დგომა, გაპროტესტება არ შეიძლება. ტროტუარზე დგომა არის დანაშაული კანონმდებლობით, ხელისუფლების დამხობა არ არის ჯერჯერობით, მუხლი რომელიც ხელისუფლების დამხობას დანაშაულად აცხადებს, არ არსებობს.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილი სასტიკად დაემხოს, არაფერს უკანონოს არ ვამბობ და არ ვფიქრობ გონებაშიც... თუ ეს კაცი ფიქრობს, რომ ამ გზით შორს წავა, ძალიან ცდება. შეიძლება ფიქრობს, რომ გაიქცევა როგორც კადაფი, ან ჩვენი ასლან აბაშიძე, მაგრამ ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ....

მაგიდაზე არ ავსულვარ და ხულიგნობა არ ჩამიდენია, ეს არის მოსაზრება, რაც ვთქვი, იგივეს ვიმეორებ - როცა ივანიშვილს დავამხობთ, აბა მეორე დღეს პროკურორი ან ვინმე მოგვადგეს, დანაშაული ჩაიდინეო, მაგრამ ეს არაა დანაშაული, დიქტატორის დამხობა არაა დანაშაული, ეს არის უფლება და ასეთ ვითარებაში, როგორშიც ვიმყოფებით, ვალდებულებაა. დავამხობთ ივანიშვილსაც და მის საცეცებსაც, ყველა სასტიკად აგებს პასუხს ხალხის წინაშე.

მე პირადად, რა ბრალიც მაქვს წაყენებული და რაც მიწერია, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მოქალაქის კანონიერი უფლებაა და ვალდებულებაა, გავაკეთო, რომ ივანიშვილის თამადობით ეს ფორმალური მთავრობა დაემხოს და ყველამ სასტიკად აგოს პასუხი.

ბიძინამ კარგად იცის, რომ ქართველებს გვაქვს ამის უნარი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ბრალშია: მე ვთვლი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად, ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა“, - განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა