ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

ნახვები: 355 ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის პროექტზე გამოცხადებული ტენდერი გუშინ, 31 მარტს დასრულდა. აღნიშნული განცხადება კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მის თქმით, ტენდერში წინადადებით 3 თურქული და 1 ჩინური კომპანია შევიდა. გამარჯვებული კი სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის შესწავლის შემდეგ გამოცხადდება. 

"მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა 4-მა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, 3 თურქეთში და 1 კომპანია ჩინეთშია რეგისტრირებული. ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიას, რომელსაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვს განხორციელებული სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში.

უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებულ ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, საკმაოდ დიდი დოკუმენტაციაა, რის შედეგადაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება" - განაცხადა კალაძემ. 

როგორც კახა კალაძე ამბობს, ტრამვაის ხაზის პროექტი 3 ეტაპისგან შედგება და გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვე მიეცემა მის დასასრულებლად. 

"პროექტი სამი ეტაპისგან შედგება: კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომელთა ჯამური ვადა შეადგენს 36 თვეს. მას შემდეგ რაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას 36 თვის ვადაში პროექტი უნდა იყოს დასრულებული" - თქვა მან.

2025 წლის დეკმებერში კახა კალაძე ამბობდა, რომ ოქტომბერში გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანია იანვრის ბოლოს ეყოლებოდათ. აღნიშნული ტენდერი სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობის მიზეზით შეწყდა. ახალი ტენდერი კი 2026 წლის თებერვალში გამოცხადდა. 

ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის მშენებლობა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2025 წლის 20 აგვისტოს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე".

შეგახსენებთ, 2023 წელს გამოქვეყნებული, თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან დაკავშირების ერთ-ერთ გზად ტრამვაის ხაზის გაყვანა განიხილებოდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა