Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო

ნახვები: 357 კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო

ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ შევიცვალო პოზიცია [ირანის წინააღმდეგ] ომში ჩართვასთან დაკავშირებით და არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

„რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა ხმაურიც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უნდა ვიმოქმედო ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა სტარმერმა.

კითხვაზე, ამყარებს თუ არა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს, იმ ფონზე, როცა მისი ურთიერთობა ტრამპთან უარესდება, სტარმერმა უპასუხა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის არჩევანს არ აკეთებს.

„ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებშია, გვქონდეს ძლიერი ურთიერთობა აშშ-სთან და ევროპასთან. მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ენერგიის გამონაბოლქვისა და ეკონომიკის საკითხებს ეხება, ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ურთიერთობა ევროპასთან“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს „გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები მოითხოვს უფრო მჭიდრო პარტნიორობას მოკავშირეებთან ევროპაში და ევროკავშირთან“.

სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში გამოაცხადებს ევროკავშირის პარტნიორებთან ახალი სამიტის შესახებ, რომელიც „სახიფათო სამყაროში“ პარტნიორობის დამყარებას ისახავს მიზნად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა