კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 360 მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

 „მეუფე შიო მრევლს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ეკლესიის გახლეჩისთვის ამზადებს.

სხვა არაფერს ემსახურება ის პროპაგანდა, რომელსაც ვადევნებთ თვალყურს. მრევლი და ხალხი არ ირჩევს პატრიარქს, მაშინ ვისთვის კეთდება ეს განცხადებები? ვისთვის და რისთვის ამზადებენ მრევლს? იმისთვის, რომ თუ სხვა ნებისმიერი ,გარდა მეუფე შიოსი, გახდება პატრიარქი, მრევლი დაუპირისპირდეს მას და საბოლოოდ გამოიწვიონ დაპირისპირება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის რღვევა.

ეს არის წმინდა რუსული სცენარი და ძალიან სამწუხაროა, რომ სინოდის წევრები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად თუ გაუაზრებლად არის ჩართული ამ პროცესში.

აპრიორი იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი "სხვა" არის "ღალატი", არის არა თუ უმეცრება და ბოროტება, არამედ საქართველოს და ეკლესიის მტრობა.

მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" ნუ ჩაერთვება ამ თამაშში. მისმა პროპაგანდისტებმა შეწყვიტონ მავნებლობა, რომელიც მიმართულია დედა ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაფრთხილებთ, თქვენ ვერ შეძლებს პროცესების მართვას.

მოვუწოდებ სინოდის წევრებს, შეწყდეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ღია პროპაგანდა და მხარდაჭერის გამოხატვა, ისევე როგორც მოსაყდრის "მემკვიდრეობასთან" დაკავშირებით ინტერპრეტაციები. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეცით პატივი ეკლესიას და მრევლს და ტყუილებით ნუ კვებავთ საზოგადოებას.

მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა და ნუ გახდებით ის ადამიანი, რომელიც პირველად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო და საეკლესიო დაპირისპირებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი სხეულის ხლეჩას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა