კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

ნახვები: 368 ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც გიგა ავალიანის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

ეკა კუპატაძემ პროცესის შეფასებისას აღნიშნა, რომ პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, რომელმაც ყველაფერი „ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა“.

„თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღეს შემიმსუბუქა მდგომარეობა, ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც შინაგანად ვერ ვიღებ.

ველოდებოდი სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები. მათ უფრო მეტის საშუალება ექნებათ გონზე მოსვლის, დაფიქრების, როცა გარიდებული იქნებიან და თავიანთ თავთან იქნებიან დარჩენილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც [მოსამართლემ] ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე. მე სპეტაკი შვილი მომიკლეს.

მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან ღირსეულ პიროვნებას ღირსეულად გაუსვა ხაზი. პროკურატურამ სწორად და სრულად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს, სასამართლომაც ყველაფერი ზუსტად შეისწავლა და გაიაზრა. წლებს ველოდებოდი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეორე ნაწილი, მე ღირსეული შვილი მომიკლეს“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა