მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

დონალდ ტრამპი - ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი

ნახვები: 331 დონალდ ტრამპი - ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, შეერთებულ შტატებს მაღალგამდიდრებული ურანი გადასცეს, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.

„ირანს არ აქვს ბირთვული იარაღი და ისინი ამაზე დათანხმდნენ. ისინი ამას ძალიან მტკიცედ დათანხმდნენ. ისინი დათანხმდნენ, რომ დაგვიბრუნონ ბირთვული მტვერი, რომელიც მიწისქვეშეთშია B-2 ბომბდამშენებით განხორციელებული თავდასხმის გამო. ასე რომ, ჩვენ ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება, ძალიან პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

Washington Post-ი წერს, რომ დონალდ ტრამპი ფრაზას - „ბირთვული მტვერი“ - მაღალგამდიდრებული ურანის აღსაწერად იყენებს, რომელიც, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) თქმით, მიწის ქვეშ ღრმად არის დამარხული, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ივნისში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელა. ირანის ხელში მისი არსებობა ტრამპის ადმინისტრაციასა და თეირანს შორის დაძაბულობის მთავარი საგანი გახდა. აშშ აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს მასალა შეიძლება ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ. Washington Post-ი ხაზს უსვამს, რომ თუ დონალდ ტრამპის განცხადება დადასტურდება, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აშშ-ის მცდელობებში, შეამციროს თეირანის უნარი ბირთვული იარაღი აწარმოოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა