კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“

ნახვები: 350 ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“

ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ უნდა იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ მინდა, - ამის შესახებ მსჯავრდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ცხადაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„მე არც მიფიქრია დღეს რა უნდა მელაპარაკა, არ ვიცი აქვს თუ არა აზრი. არ არსებობს რაც არ ითქვა ამ ქვეყანაში. როცა ვფიქრობ, ჩემს თავს კითხვებს ვუსვამ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს უსვრია ზარბაზანი ეკლესიიდან კანონიერი ხელისუფლებისთვის, არც ავტობუსით შევვვარდნილვარ ხალხის მასაში, არც ბაღებიდან მომიპარავს ბავშვებისთვის ფული, არც მოხუცებისთვის მომიპარავს რამე, მაგრამ მაინც კარგი ადამიანი არ მგონია თავი და ვისაც ეს უკეთებია, იმათ რატომ გონიათ თავი კარგი ადამიანი, არ ვიცი...

ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობთ. როცა მოსამართლეები პროკურორები ვართ, სად ვართ, მხოლოდ ამ შენობაში ვართ? თქვენ თუ ამ საქმიდან, იმ ფურცლებიდან უნდა გამოიტანოთ გადაწყვეტილება, სადაც ბრალი წერია, ასე არ გამოვა. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება და უსამართლობას ეხება. ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ მინდა. ვფიქრობ, ცუდ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ იმიტომ ვიყავი იქ, არც გარიგებას ვაპირებ და არც თხოვნას, თქვენ გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით“, - განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დღეს, შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა