აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

მიხეილ სააკაშვილი - არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც

23.04.2026 ნახვები: 211

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით, ოპოზიციის შეცდომაა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება“.

„დიქტატურა ირყევა, სინამდვილეში, ის უფრო სუსტია, ვიდრე როდისმე, ბოლო დღეებიც ამას ადასტურებს. წარმოშობილია უზარმაზარი ვაკუუმი, რომელიც აქტიურმა ადამიანებმა და ოპოზიციამ უნდა შეავსონ. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოვსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. დიდი შეცდომა იყო ეროვნული პატრიოტული თემის „ქოცებისთვის“ დათმობა, მაშინ, როცა იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო ღრმად პატრიოტული, ჯანსაღად ნაციონალისტური ხელისუფლება, მაშინ როცა ამათ პატრიოტიზმი ცინიკურ იმიტაციამდე დაიყვანეს და სინამდვილეში, სამშობლოს აქტიურად ჰყიდიან. ჩვენ ვერ შევძელით ამის სათანადოდ კარგად ახსნა. დიდი შეცდომა იყო ოპოზიციის მხრიდან ომი და მშვიდობის თემის იგნორირება, უნდა აგვეხსნა, რომ სწორედ "ქოცური" კაპიტულანტობა, განიარაღება, მეგობრების დაკარგვა იწვევს აქ ომს. განსაკუთრებით დიდი შეცდომაა კონკრეტული სოციალური თემების თითქმის სრული იგნორირება, ისე რომ ეს ხალხს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიცია ისედაც კარგად ცხოვრობს, ხალხის პრობლემები არ აინტერესებს და ძირითადად, დაკავებულია საკუთარი თავის წარმოჩენით და ურთიერთ-გარჩევებით. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ასევე, მცდარია ფაქტობრივად, შიდა ემიგრაციაში წასვლა, პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დასავლეთის იმედად ყოფნა, რასაც ზოგიერთი ოპოზიციაში მუდმივად ასხივებს მუდმივი მკითხაობით: "აბა რუბიომ რაზე დარეკა, ალიევმა რა ჩამოიტანა", იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ - მავნებლობაა. ერთი და იმავე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. თარიღების დაკიდება, თან სათანადო ახსნის გარეშე ბევრს არაფერს იძლევა, როგორც წარსულში არაერთხელ დავრწმუნდით. სამაგიეროდ, რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა სპონტანური აქციები, როგორიც იყო „გავრილოვის ღამე“ და კობახიძის განცხადების შემდეგ გამოსვლები (ასევე უცხოეთის გამოცდილება (კიევი 2014, ნეპალი 2025)) რომლებიც მიგვიყვანა რეჟიმის შეცვლამდე პოლიტიკური სპექტრი რომ მზად ყოფილიყო, თუმცა სპონტანური აქციები ციდან არ ეცემა. ისინი დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გამოხატულებაა და ამ ენერგიის დაგროვება ხდება ხალხთან მუდმივი მუშაობით. ეს მუშაობა ვერანაირად შემოიფარგლება ვერც ტელევიზიებით და ვერც სოციალური ქსელებით. ყველა ტელევიზიის ყურებადობა (სამთავრობოც და ოპოზიციურიც, ნუ სამთავრობოსი უფრო) მკვეთრად შემცირებულია. სოციალურ ქსელებში ერთი და იმავე „ბაბლში“ ვტრიალებთ გაუთავებლად და ეს პირიქით, გათიშვას უწყობს ხელს. საჭიროა იდენტიფიცირება კონკრეტული პრობლემების და მათზე მუშაობა აქტიური ჯგუფების შექმნით, იმის გამოცხადება, რომ ახლა ჩვენ ვერ დავწვრილმანდებით, მთავარი ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება, ჩემი აზრით, არის ძირშივე არასწორი - როგორ უნდა შეიცვალოს, თუ მოვლენების სათავეში არ ჩავალთ. განსაკუთრებით მცდარია ის გამონათქვამები, რომ ფართო მასის აზრზე მეტად საკუთარი ვიწრო წრის აზრი გაინტერესებთ. ასეთი მიმართულება უფრო ადვილს ხდის ოპოზიციის ნეიტრალიზაციას, ვინაიდან მათ მჯდომარე სამიზნედ აქცევს. მაშინ, როცა კონკრეტულ პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივი მთლიანობაში მოუხელთებელი ჯგუფები პრობლემას უქმნიან რეჟიმს და პატარ-პატარა გამარჯვებებს იპოვებენ, რომელიც შემდეგ გადაიზრდება დიდ გამარჯვებაში იმიტომ, რომ საყოველთაო საპროტესტო ენერგიას აგენერირებს. ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მე არც იმ თეზისს ვეთანხმები, რომელიც განსაკუთრებით უნგრეთის ამბის შემდეგ მუსირებს, რომ მხოლოდ ძლიერი ლიდერი შეძლებს სიტუაციის შეცვლას. ასე მართლა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ შევარდნაძე დიქტატორი არ იყო, მითუმეტეს არც ორბანი. აქ დიქტატურაა და ამიტომ, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ასიმეტრიული მოქმედებებით და საჭირო დროს გაერთიანებით ააყირავებს დიქტატურას. რა უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლის მერე. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თეზისის წინააღმდეგ წასვლა იწვევს ლიბერალების წასევას, მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. რატომ უარესი - იმიტომ, რომ კოალიცია იწვევს პოლიტიკურ კორუფციას. როცა რესურსები იმის მაგივრად, რომ ხალხისკენ მიიმართოს, კოალიციის სხვადასხვა წევრების მოსყიდვას ხმარდება. ასევე, კოალიციის პირობებში ბევრად უფრო ჭირს გადაწყვეტილების მიღება. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაშია, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორიით ერთი და იგივე წრეზე სიარული. უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება, ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა