საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

„მსგავსი წინააღმდეგობა და დანაკარგი რუსეთს არცერთ ომში არ მიუღია" - ზელენსკი

ნახვები: 409 „მსგავსი წინააღმდეგობა და დანაკარგი რუსეთს არცერთ ომში არ მიუღია" - ზელენსკი

„შეგვიძლია ვთქვათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მტერს ყველაზე დიდი დარტყმა მივაყენეთ, მსგავსი წინააღმდეგობა და დანაკარგი რუსეთს არცერთ ომში არ მიუღია", -  აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

"შემოჭრის დღიდან ჩვენმა არმიამ მტრის 31 ბატალიონი გაანეიტრალა. რუსი სამხედროები ტყვედ უკვე არა ცალ-ცალკე, არამედ, ჯგუფურად ბარდებიან. ისინი ცდილობენ უკრაინიდან სამშობლოში ცოცხლები დაბრუნდნენ. წარმოუდგენელია მტრის სამხედრო დანაკარგი, უკვე 360-ზე მეტი ტანკია განადგურებული, 1205 ჯავშანტრანსპორტიორი, ეს კიდევ არასრული ინფორმაციაა, 60-ზე მეტი თვითმფრინავი და 80-ზე მეტი ვერტმფრენი, ასობით სხვა სამხედრო ტექნიკა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანას არ ჰყავს იმდენი სამხედრო ტექნიკა, რაც რუსეთმა 17 დღეში დაკარგა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა