თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ნახვები: 641 მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე

ივანიშვილმა, რომელმაც უდიპლომო "პრეზიდენტი" დანიშნა, ახლა უდიპლომობის გამო არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია არ დაუშვა , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, პატრიარქის არჩევნების სცენარი „დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.

„ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს.

ამ "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან.

ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ - "Потерявши голову по волосам не плачут".

ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც "პრეზიდენტი" დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომოების გამო.

ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების.

არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც“,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა