მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში

ნახვები: 366 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში

ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, სომხეთში ვარ. ეს არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ დამოუკიდებელი ევროპის თემას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის დაწყებამდე ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უნდა შევამციროთ ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება კონკრეტულად სამ სფეროში. პირველი არის ენერგეტიკა. ჩვენ ძალიან ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და, შესაბამისად, ყოველთვის ვართ დამოკიდებული არასტაბილურ გლობალურ ბაზრებზე. უნდა გავზარდოთ ჩვენი აქტივები ევროპაში. ეს არის განახლებადი ენერგია და ბირთვული ენერგია, რადგან ისინი ადგილობრივი წარმოებისაა, უფრო იაფი და საიმედოა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეორე საკითხი, სადაც ევროპას დამოუკიდებლობა სჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება.

„მეორე თემა, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება, არის თავდაცვა და უსაფრთხოება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, რათა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა. არსებობს უზარმაზარი თანხა, რომელიც ხელმისაწვდომია ინვესტიციებისთვის. ახლა ჩვენ ნამდვილად უნდა გავააქტიუროთ და დავაჩქაროთ წარმოების პროცესი სამხედრო შესაძლებლობებისთვის. მესამე ელემენტი არის საიმედო მიწოდების ჯაჭვები. ამისათვის ჩვენ ვუკავშირდებით მსგავსი აზროვნების მქონე ქვეყნებს. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ახლახან გავაფორმეთ ლათინურ ამერიკასთან, ასევე ინდოეთთან, ავსტრალიასთან და მე წავალ მექსიკაშიც“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა