თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

ნახვები: 331 ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ, რათა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გადაზიდვების ნავიგაციის თავისუფლება აღდგეს, - ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

ცენტრალური სარდლობის ეს მხარდაჭერა მოიცავს 15 000 პერსონალს, მართვადი რაკეტების გამანადგურებლებს და 100-ზე მეტ თვითმფრინავს.

„ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერა აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ საზღვაო ბლოკადას“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. მისი მტკიცებით, „ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში“, სთხოვა აშშ-ს გაეთავისუფლებინა გემები, რომლებიც სრუტეში არიან „ჩაკეტილი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაციას „პროექტი თავისუფლება“ უწოდა და განაცხადა, რომ პროცესში ჩარევა მოხდება, ამ ჩარევას ძალით უპასუხებენ.

„თუ რაიმე ფორმით ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, სამწუხაროდ, ამ ჩარევაზე ძალისმიერი რეაგირება მოგვიწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა