კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ნახვები: 450 „ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

„ევროპული სკოლამ“ „ინოვაციური სწავლების კონფერენციას 5ExLC2026“ უმასპინძლა. კონფერენცია ჩატარდა IB მსოფლიო სკოლების კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლების ასოციაციის (CCAAIBWS) ფარგლებში.

სამი დღის განმავლობაში „ევროპული სკოლა“ გადაიქცა საგანმანათლებლო ინოვაციების ცენტრად და გააერთიანა განათლების სფეროს პროფესიონალები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

600-მდე  ადგილობრივი და ჩამოსული სტუმარი, მასწავლებლები, პედაგოგები, ექსპერტები, გამოცდილი სპიკერები,  დარგის სპეციალისტები მსჯელობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ სიახლეებს, რომლებიც მალე სკოლებში, სასწავლებლებში პრაქტიკაში გადაინაცვლებს. მნიშველოვანი იყო იმ გამოცდილებებისა და სიახლეების გაზიარება, რომელიც თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის  ერაში  აუცილებელი, მოთხოვნადი და გარდაუვალია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციის, საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) და COGNIA-ს, ახალი ინგლისის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (NAESC) ხელმძღვანელებმა, ასევე წამყვანმა ექსპერტებმა, სკოლის ლიდერებმა და პრაქტიკოსმა პედაგოგებმა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს შესთავაზეს გლობალური თანამშრომლობის, პროფესიული განვითარებისა და სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მიდგომების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ საერთაშორისო განათლების სფეროს წამყვან ლიდერებს, მათ შორის:

• ფრანჩესკო ბანჩინი (CCAAIBWS-ის თავმჯდომარე)

• სოფიო ბაზაძე („ევროპული სკოლის“ გენერალური დირექტორი)

• ჰაიფ ბანიანი (IB-ის რეგიონული დირექტორი)

• ვედრანა პავლეტიჩი (IB-ის განვითარებისა და აღიარების ხელმძღვანელი)

• ჯეინ ლარსონი (CIS-ის აღმასრულებელი დირექტორი)

• ტერეზა ატუა (COGNIA-ს ვიცეპრეზიდენტი)

კონფერენციის  მრავალფეროვანმა პროგრამის ფარგლებში გაიმართა დარგის ლიდერების გამოსვლები ასევე თემატური სესიები და პანელური დისკუსიები.

ევროპულმა სკოლამ  მასწავლებელბისა და მოსწვლეების  ჩართულობით სტუმრებს ქართული კულტურის,  ტრადიცების, სამზარეულოს გაცნობის შესძლებლობაც ჰქონდათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა