კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა

ნახვები: 353 ვოლოდიმირ ზელენსკი - სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა

სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, წუხელ რუსებმა პოლტავას ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ზელენსკი წერს, რომ რუსებმა ასევე დაარტყეს ხარკოვის ოლქს, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თავდასხმა განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნიპროში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა. პავლოგრადში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში, სადაც სამი ადამიანი დაშავდა.

„საერთო ჯამში, რუსეთის მთავარი სამიზნე ღამით ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. სრული ცინიზმია, პროპაგანდისტული ზეიმების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, მაშინ როცა ასეთი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება. რუსეთს შეუძლია ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ცეცხლი და ეს შეაჩერებს ომს და ჩვენს პასუხს. საჭიროა მშვიდობა მის მისაღწევად რეალური ნაბიჯების გადადგმა. უკრაინა ანალოგიურად იმოქმედებს“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა