მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

ნახვები: 341 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება და მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ თითქმის 30 თავდასხმა განახორციელა. ამასთან, მხოლოდ წუხელ და დღეს დილით რუსეთმა 70-ზე მეტი საჰაერო ბომბის გამოყენებით 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა - იყო შეტევები დრონებითა და რაკეტებით.

ზელენსკის განცხადებით, დღეს დილის მონაცემებით, რუსეთის არმიის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის 1 820 დარღვევა მოხდა.

„უკრაინამ ნათლად განაცხადა, რომ სარკისებურად იმოქმედებს. ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის აშკარაა, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობა ცუდი დროა საჯარო „ზეიმებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ინტერნეტის გათიშვისა და კომუნიკაციების დაბლოკვის მიუხედავად, „რუსების უმეტესობას შესანიშნავად ესმის, რომ მათ ლიდერებს შეუძლიათ ბუნკერიდან გამოსვლა და მშვიდობის არჩევა“.

„დღეის მდგომარეობით, დავადასტურეთ, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენი სამხედრო და დაზვერვის საღამოს ანგარიშების საფუძველზე, განვსაზღვრავთ შემდგომ ქმედებებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა