კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის ომის დასრულების მიზნით-კულება

ნახვები: 434 უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის ომის დასრულების მიზნით-კულება

უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ომის დასრულების მიზნით, მაგრამ არ დანებდება და არ მიიღებს რაიმე სახის ულტიმატუმს, - „როიტერის" ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები, რომ ჰყავდეს, რაც ხელს შეუწყობს გრძელი სამხედრო კოლონების განადგურებას.

„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რაიმე ულტიმატუმის მიღებას და დანებებას არ ვაპირებთ", - განაცხადა კულებამ და აღნიშნა, რომ რუსეთი „მიუღებელ" მოთხოვნებს აყენებდა.

კულებას თქმით, ქალაქი მარიუპოლი ამჟამად ალყაშია, მაგრამ მაინც უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აქვე დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მარაგი და ბოლოდროინდელი სანქციების მიუხედავად, მეტი ნაბიჯებია საჭირო რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმების მისაყენებლად.

„მეტი თვითმფრინავი, რომ გვქონდეს, ჩვენ მეტი მშვიდობიანი ადამიანის გადარჩენა შეგვეძლება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ძირითადი დამრტყმელი ძალა ჰაერშია, რომელიც განურჩეველ თავდასხმებს ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და უფრო და უფრო მეტი იარაღი დაგვჭირდება", - განაცხადა კულებამ.

ბელარუსზე საუბრისას უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, ოფიციალურ მინსკს უკრაინაში ჯარის გაგზავნა არ სურს, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშაა.

„მჯერა, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო ხედავს უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგებს და არ სურს ამ ქვეყანაში თავისი ჯარები გაგზავნა. ჩვენ გვესმის, რომ პრეზიდენტი პუტინი მასზე დიდ ზეწოლას ახორციელებს", - დაამატა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში გამოყენებული რუსული ტაქტიკა სირიის ომის მსგავსია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა