UK, French and German leaders to meet Zelensky on peace talks — Bloomberg
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირი მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს - განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება
War update: 273 clashes on front line over past day, Pokrovsk and Huliaipole sectors see fiercest fighting
EU preparing over €50M for Armenia, planning to buy goods blocked by Russia
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ზელენსკი და პუტინი შეხვდებიან
Russia’s battlefield losses in May exceeded 30,000 personnel – Zelensky
Zelensky writes letter to Putin, proposes personal meeting to end war

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

05.06.2026 ნახვები: 206

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა.

სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესის განმავლობაში, მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების, მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის პირობებს, ასევე სკოლის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს, მოსწავლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მობილური ტელეფონების/სმარტფონების და „ჭკვიანი“ საათების შესანახი სპეციალური სათავსის მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს.

ბრძანების თანახმად, სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის მობილური ტელეფონების/სმარტფონების და “ჭკვიანი“ საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი.

ბრძანების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება აკრძალულია, გარდა სკოლის შინაგანაწესით დადგენილი შემთხვევებისა.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე, სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:

ა) უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;

ბ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;

გ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;

დ) სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;

ე) მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;

ვ) სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გახორციელდება.

სკოლა ვალდებული იქნება განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები, მათ შორის: სკოლის დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები/სოციალური ქსელები და სხვა.

სკოლა ვალდებული ხდება უზრუნველყოს აუცილებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-დამონტაჟება. სკოლა ასევე უფლებამოსილი იქნება, რომ საჭიროებისამებრ პლანშეტური კომპიუტერისა და პორტატიული კომპიუტერის შესანახი სათავსები შეისყიდოს და დაამონტაჟოს.

ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დროებით შენახვასა და მოსწავლეებისთვის მათ დაბრუნებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დაკარგვით ან/და დაზიანებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სკოლა ვალდებული იქნება სასწავლო წლის დასაწყისში გააცნოს მშობლებს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წესი და ამ წესთან დაკავშირებული შესაბამისი აქტები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა