გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

სომხეთში ამომრჩევლების მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ნახვები: 301 სომხეთში ამომრჩევლების მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ მონაწილეობით ამომრჩევლის მოსყიდვის სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მაცხოვრებელს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ.

სამართალდამცავმა ორგანომ არ დააკონკრეტა, რამდენი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათი თქმით, ჩატარდა ჩხრეკა და სხვა პროცედურები. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სქემაზე საუბრობენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა