მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

ზელენსკი: ყირიმის ოპერაციის შედეგად ოკუპირებული ნახევარკუნძულის საწვავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ

ნახვები: 360 ზელენსკი: ყირიმის ოპერაციის შედეგად ოკუპირებული ნახევარკუნძულის საწვავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული ყირიმის ოპერაციის მთავარი შედეგი რუსეთის ლოგისტიკური ქსელის დარღვევა და ოკუპირებული ყირიმის საწვავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა გახდა.

ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა, ინფორმაციას კი უკრაინული სააგენტო Ukrinform ავრცელებს.

„რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ ყირიმის ოპერაცია. იგი მოიცავდა როგორც შორი, ისე საშუალო რადიუსის დარტყმებს. ჩვენი მიზანი იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის შენელება. ვურტყამდით სამხედრო ბაზებს, საწყობებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, აეროდრომებს, საიდანაც ჩვენს წინააღმდეგ ავიაცია და სარაკეტო დარტყმები ხორციელდებოდა, ასევე ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. ჩვენ დავარღვიეთ მათი ლოგისტიკა და ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ საწვავისა და ენერგეტიკის სექტორი. ვაჩვენეთ, რას ნიშნავს კონკრეტულ ადგილზე და კონკრეტულ დროს საჰაერო სივრცის ოპერატიული კონტროლი,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ყირიმის ოპერაციას წინ უძღოდა დარტყმები ნოვოროსიისკზე, ასევე რუსეთის ენერგეტიკულ და საპორტო ინფრასტრუქტურაზე.

„ჩვენ მიზანში ამოვიღეთ სწორედ ის ობიექტები, საიდანაც ისინი ენერგეტიკულ შემოსავლებს იღებენ და შემდეგ ამ ფულს სამხედრო ბაზებისა და სამხედრო წარმოების დაფინანსებაზე ხარჯავენ,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის შეფასებით, ამ დარტყმების შემდეგ რუსულმა ბიზნესმაც გააცნობიერა, რომ ომს ვერ მოიგებს.

„რუსულმა ბიზნესმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ ამ ომს ვერ მოიგებენ. ისინი კარგავენ დროს, ფულს და, რაც მთავარია, იმედსაც, რადგან ბევრს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ უკრაინის დაპყრობას შეძლებდნენ,“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 6 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის შემდეგ, დროებით ოკუპირებულ ქერჩში მდებარე ნავთობისა და გაზის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა სევასტოპოლში, სიმფეროპოლში, იალტაში, ბახჩისარაისა და რაზდოლნეს რაიონებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა