თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას კატასტროფა აარიდოს-მდინარაძე

ნახვები: 416 საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას კატასტროფა აარიდოს-მდინარაძე

ამ სიტუაციაში ჩვენმა ქვეყანამ თუ რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს, აარიდოს ამ ქვეყანას ომი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ ვიღაცები, აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც ასევე სამწუხაროდ იბრძვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკითხები, მათ შორის პრეზიდენტის და შს მინისტრის პარლამენტში მისვლა განიხილეს.

„ხვალ პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და წარდგება მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. შემდეგ დღეებში იქნება მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის სამშაბათს ასევე პოლიტიკური განცხადებები, ხოლო ხუთშაბათს, 17-ში ჩვენ მოვუსმენთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის მოსმენის ფორმატში გაიმართება პარლამენტის მიერ. მთავარი საკითხები რაც დღეს სხდომაზე განვიხილეთ იყო პრეზიდენტის მოხსენება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა, რომელიც შევთანხმდით, რომ იქნება 17-ში, რა თქმა უნდა უკრაინის საკითხზე, ასევე იმ პოლიტიკის საკითხზე, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია მსოფლიოში თავისი მიმართულებებით, რუსეთის ღია აგრესიით და წარმოებული ომით უკრაინაში. ასევე, ის პრობლემები, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით ხდება, გუშინდელი სიტუაცია მაგალითად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან მიმართებით და ეს პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ უფრო გლობალური ხდება, ვიდრე ეს შეიძლება, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ჩანდა. ამ სიტუაციაში ჩვენმა ქვეყანამ თუ რაციონალიზმის რაიმე ხარისხი შეიძლება არსებობდეს, ამ რაციონალიზმის მაღალი ხარისხით უნდა იმოქმედოს, აარიდოს ამ ქვეყანას ომი, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ჩათრევასაც ძალიან ცდილობენ ვიღაცები, აარიდოს ის მაქსიმალური რისკები, რაზეც ასევე სამწუხაროდ იბრძვიან ჩვენი არაკეთილისმოსურნენი. ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებობს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამას აკეთებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ როგორც აქამდე, ქვეყნის გარეთაც. საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას აარიდოს კატასტროფა", - განაცხადა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა