თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

ნახვები: 301 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“: ქვეყანაში ამჟამად 90 პოლიტიკური პატიმარია

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად საქართველოში 90 პოლიტიკური პატიმარია.

მისი თქმით, ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარებაა.

„დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების სია. მათი რაოდენობა ამ დროისთვის შეადგენს 90 ადამიანს. ადრე მეტი იყო, თუმცა გარკვეულ პირებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, სია ეფუძნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრულ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს, რომელთაგან ერთის დაკმაყოფილებაც კი საკმარისია პირის პოლიტპატიმრად მიჩნევისთვის.

ბარამიძის თქმით, ამ 90 ადამიანიდან აბსოლუტური უმრავლესობა ერთზე მეტ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხოლო ნაწილი – ხუთივეს.

„ეს კრიტერიუმებია, როდესაც დარღვეულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; როდესაც პირი პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული; როდესაც სასჯელი აშკარად არაპროპორციულია; როდესაც დევნა დისკრიმინაციულია და დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული უფლებები. ბევრი მათგანი ხუთივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მათ შორის არიან მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია და სხვები“, – აღნიშნა ბარამიძემ.

მისი შეფასებით, „ეს არის დიდი, შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომლებსაც ორგანიზაცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა