ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს

ნახვები: 296 ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს

 

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და საზოგადოების მხრიდან რეაგირების არქონა ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

ხოშტარიამ პირველ რიგში მხარდაჭერა გამოუცხადა სანაიასა და მის ოჯახს.

„პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას, რომელიც გამორჩეულია საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს“, – აღნიშნა მან.

ხოშტარიას შეფასებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მთელი საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

„სიტყვის შეზღუდვა არის ადამიანისა და საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლებას, რომ სიტყვის თავისუფლების დათმობას არ აპირებს.

„ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ვანახოთ – სიტყვის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა